გიორგი მარგველაშვილს არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის: დანიის სამეფოს, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ჩილეს რესპუბლიკის, სან-მარინოს რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, ფიჯის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები