პარიზის შემოგარენში უცნობი ბოროტმოქმედი სკოლის მასწავლებელს თავს დაესხა

პარიზის შემოგარენში ბოროტმოქმედი სკოლის მასწავლებელს თავს დაესხა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მან თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ შეძახილების ფონზე განახორციელა. „ეს „ისლამური სახელმწიფოსთვის“, ეს გაფრთხილებაა“, – ყვიროდა თავდამსხმელი. მან მიმალვა მოახერხა. „ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ თავდამსხმელი დანით და მაკრატლით იყო შეიარაღებული. პოლიციის ინფორმაციით, მასწავლებლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები