სარკოზის პარტიის წარმომადგენელი პარიზის ერთ-ერთ რეგიონში არჩევნებზე ლიდერობს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიის წარმომადგენელი ვალერი პეკრესი პარიზის ილ-დე-ფრანსის რეგიონში ლიდერობს. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება. წინასწარი მონაცემებით, პეკრესმა ამომრჩეველთა ხმების 44% მიიღო, ხოლო საფრანგეთის ეროვნული კრების სპიკერმა, „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა კლოდ ბარტოლონმა – 42%, მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ წარმომადგენელი გავიდა. მან ხმების 14% მიიღო. მთლიანობაში კი „რესპუბლიკელები“ საფრანგეთის ექვს რეგიონში იმარჯვებენ, ხოლო „სოციალისტები“ – ხუთ რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები