თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტუსკიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 454 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები