გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილის მილოცვა ფეისბუქში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ებრაელო ძმებო ორი ათას წელზე მეტია ებრაელები მთელ მსოფლიოში ზეიმობენ ბრწყინვალე დღესასწაულს – ხანუქას. იერუსალიმის შებღალული ტაძრიდან დამპყრობელთა განდევნამ და ღვთისმსახურების განახლებამ სათავე დაუდო ებრაელთა ერთ-ერთ უდიდეს – გამარჯვების, კურთხევის, განწმენდის, მარადიული განახლების დღესასწაულს. გულითადად გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და ვიზიარებ თქვენ საზეიმო განწყობას. განსაკუთრებული სითბოთი მივესალმები ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენ თანამოძმეებს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი საქართველოს სიყვარულს მუდამ გულით დაატარებენ. მათი წარმატებები ისევე გვახარებს, როგორც აქ მცხოვრებ ებრაელთა ყველა გამარჯვება. ქართველებმა და ებრაელებმა კარგად ვიცით თამანშრომლობისა და ძმობის ფასი. თუკი ვინმეს სურს ხალხებსა და ერებს შორის მეგობრობის გაკვეთილებს გაეცნოს, ჩვენი ათასწლოვანი ურთიერთობა ამის საუკეთესო მაგალითია. ეს მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერი და ღირსეული მომავლისკენაა მიმართული. დაე, ხანუქიას ბოლო დღეს დანთებული სანთლის შუქი გვინათებდეს გზას ამ მომავლისაკენ. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის გვერდში გედგებით თქვენი მდიდარი ტრადიციებისა და კულუტურის დაცვისა და განვითარებისთვის შრომისას. მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები