დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში ვიზიტი შეაფასა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი მოეწერა.
მისი თქმით, მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე.
“ჩინეთში ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთი ოფიციალურად გახსნის ამ მოლაპარაკებებს. მისასალმებელია, რომ ჩინეთი თავად არის ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. იანვარში თბილისში გაიმართება ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე მოლაპარაკებებს დავხურავთ. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ტურიზმის ნაწილში – ჩვენ შევთანხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ორ ქვეყანაას შორის. ასევე ეკონომიკურ კომისიაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციები, კორიდორის პოტენციალი, ტრანზიტი და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ანაკლიის პორტი, სადაც ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიესალმება და ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები