აშშ-ს ელჩი: საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს, რაც მის განვითარებას ხელს შეუწყობს

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი “აბრეშუმის რკინიგზის” გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც კელი აცხადებს, დიდი კომპანიები სწორედ ისეთ მოკლე მარშრუტებს ეძებენ, როგორიც “აბრეშუმის რკინიგზას” გააჩნია, რაც თავის მხრივ ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.
“მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის, ხოლო საქართველოს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. თანამედროვე ეკონომიკა გლობალური ხასიათისაა, დიდი კომპანიები ეძებენ და დაინტერესებულნი არიან ახალი, დაჩქარებული მარშრუტების და გზების არსებობაში ჩინეთს, დასავლეთს და დასავლეთს და ჩინეთს შორის. საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ვინაიდან, საქართველო შეასრულებს სატრანზიტო ჰაბის როლს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას”, – განაცხადა კელიმ.
ცნობისთვის, ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი თბილისში შემოვიდა. მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნა “აბრეშუმის რკინიგზა“. საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები