რას სთხოვენ თოვლის პაპას “ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვები – „იალქანი“ საქველმოქმედო აქციას უერთდება (ფოტო)

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ უერთდება ორგანიზაცია “საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის”-ს მიერ წამოწყებულ აქციას “წერილები თოვლის პაპას”. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პოსტთან ერთად პატარა ბენეფიციარების მიერ “ თოვლის პაპისთვის“ მიწერილ წერილებსაც აქვეყნებს.
“მეგობრებო ჩვენი ორგანიზაცია უერთდება თბილისში “საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის”-ს წამოწყებულ აქციას “წერილები თოვლის პაპას”. შეგახსენებთ რომ შარშან ამ ორაგნიზაციის დახმარებით უამრავ პატრას ავუხდინეთ ოცნებები სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში და აჭარაში. წელსაც გვეძლევა შესაძლებლობა, მათი სახელით შევუერთდეთ აქციას… დიდი მადლობა ამ კეთილი ნაბიჯისთვის თინათინ მაღალაშვილს და თამთა დემურიშვილს. ეს კი ჩვენი პატარა ბენეფიციარების წერილებია. ისინი ჩვენს სასწავლო ცენტრში “მომავლის ბავშვებში” სწავლობენ. უმეტესობა “ოცნების ქალაქიდანაა” (ეგრეწოდებული კარდონების სახლებიდან). რამოდენიმე ბავშვი სალიბაურის სკოლა ინტერნატიდან, ასევე გვყავს ბავშვები ურეხის თავშესაფრიდან. მათი სურვილები ყველაზე ადვილი ასასრულებელია, გადახედეთ ამ წერილებს იქნებ რომელიმე თქვენგას გაქვთ სახლში ის ნივთები, რომლებიც ამ პატარებს უნდათ… ან აირჩეთ რომელიმე წერილი და გახდით ერთი პატარას თოვლის ბაბუა. მოგვაწოდეთ საჩუქრები ჭავჭავაძის 27 ნომერში. ტელ. 599 20 96 46. ან ჩარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშზე GE93TB7990736080100004
P.S. თითოეულ თქვენგანს ეძლევა შანსი მადლის გაღებისა, იქეცით კეთილ და ჯადოსნურ ფერიებად, გაულამაზეთ ბავშებს დამდეგი ახალი წელი“, – წერს თიკო აბაშიძე.

12376551_933233976769844_1167011980050633996_n
12376193_933234193436489_3918275438259373913_n
12373294_933234103436498_7213629015316440269_n
12360261_933233963436512_3709484834146719067_n
12346313_933234183436490_6709518415174821407_n
12345430_933234086769833_987962842721228390_n
12341399_933234150103160_2672253054496464580_n
12316409_933234010103174_7118997708842893382_n
12308811_933233996769842_1591249018118147739_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები