პრემიერი: “აბრეშუმის გზის” პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი

მჯერა, რომ “აბრეშუმის გზის” პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, “აბრეშუმის გზა” ეს არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
“ჩვენი ქვეყანა ამ მარშრუტის უმოკლეს ნაწილს წარმოადგენს. ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. “აბრეშუმის გზა” ეს არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას და მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას ჩვენი მოსახლოებისთვის. მჯერა, რომ “აბრეშუმის გზის” პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელ მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას შეგახსენოთ, რომ 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი რკინიგზელები და მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები