საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა (ვიდეო)

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, 1983 წელს დაბადებული ალი ო.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.
აღნიშნული პიროვნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება.
2014 წლის 12 მარტს ალი ო. ქალაქ თბილისში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ანა ს.-ს, მიატოვა იგი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ანა ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ალი ო. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ 2015 წლის 10 მარტს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. მისი ლოკალიზების და დაკავების მიზნით, ინტერპოლის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. გაწეული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ძებნილი პიროვნება რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. 2015 წლის 18 ივნისს, შსს-ს თბილისის ინტერპოლის და საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ალი ო. დაკავებულ იქნა რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალანიაში. მის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები