დავით ბაქრაძე: ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება

„15 დეკემბერი არის თარიღი, როდესაც ჩვენ დავასრულებთ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე და კომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, მაღალია მოლოდინი, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ 15 დეკემბერს.
“ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ 15 დეკემბერს. ეს არის თარიღი, როდესაც გამოვა მოხსენება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის თითოეული უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ, რომელიც ძალიან მაღალი მოლოდინით, იქნება პოზიტიური. 15 დეკემბერი არის თარიღი, როდესაც ჩვენ დავასრულებთ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე და კომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ამ პოზიტიურ დოკუმენტზე დაყრდნობით ევროკომისია შესაბამის მიმართვას განახორციელებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიმართ. უკვე შემდგომ ჩვენ გვექნება გარკვეული პერიოდი, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები