პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
საბოლოოდ კი კენჭისყრის შედეგად 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 11 პარლამენტის წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები