აშშ საქართველოს გრანტის სახით 18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების ორ ვერტმფრენს გადმოსცემს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს, 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში, გრანტის სახით18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს, – შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. სამხედრო ვერტმფრენებს, რომლებსაც სამაშველო შესაძლებლობებიც ექნება, ქართული მხარე აშშ-ისგან ნაწილების მარაგთან, შესაბამის პუბლიკაციებთან და სწავლების მომსახურებასთან ერთად, 2018 წელს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები