პრემიერმა ოთარ დანელიას ციტრუსის სეზონის კარგად მიმდინარეობისთვის მადლობა გადაუხადა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოს მთავრობის მეთაურს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით საკოორდინაციო შტაბის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის 2 000 ტონა არასტანდარტული მანდარინი გადამუშავებულია, 10 000 ტონაზე მეტი ციტრუსი კი ექსპორტირებული. მისი განმარტებით, შტაბი 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს.
„გაიზარდა მოთხოვნა ციტრუსზე, ამას ემატება გამარტივებული ლოჯისტიკა და შარშანდელთან შედარებით შეღავათიანი ფასები, მათ შორის, დაემატა კიდევ ერთი ბორანი, რომელიც სხვადასხვა მარშრუტით მოძრაობს. უკვე 10 000 ტონამდეა ექსპორტირებული, ეს გახლავთ დეკლარირებული, ამას ემატება დაახლოებით ამის 50%, რომელიც მცირე სატრანსპორტო საშუალებებით გადის კერძო პირების მიერ, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ყველა ნორმის დაცვით მოხდეს, მათ შორის ფიტოსანიტარული კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ. გადამუშავებულია დაახლოებით 2 000 ტონა სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტული მანდარინი. ამ ეტაპზე არანაირი რისკი არ არსებობს. დიდია მოთხოვნა, იმატებს ფასები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფასების კიდევ უფრო ზრდას ელოდება, რაც ნორმალური მოცემულობაა, ასევე გამოჩდნენ ტრეიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც უშუალოდ ჩადიან სოფლებში და იქ იძენენ მანდარინს, შტაბი 24- საათიან რეჟიმში მუშაობს”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
გამართული და ორგანიზებული მუშაობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები