კახა კახიშვილი: ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრებს სამუშაოდ გავიყვანთ და თანხას გადავუხდით

სასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოებზე თავად მსჯავრდებულები დასაქმდებიან. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, “პატიმართა კოდექსში” დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილება სწორედ სამუშაო საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. მინისტრის ინფორმაციით, მსჯავრდებულებთან სასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე ინდივიდუალური კონტრაქტები დაიდება.
“ჩვენ გავიყვანთ ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრებს სამუშაოდ და ამის სანაცვლოდ გადავუხდით თანხას, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივად სამოქალაქო სექტორში. ეს სერიოზულად შეუწყობს ხელს რესოციალიზაციას”, -აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები