ე. წ მოდულის შენობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სამუშიას ჰკითხავენ

ე.წ. მოდულის შენობაში მოქალაქე ელბერტ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ბრალდებულ შს სამინისტროს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გიორგი სამუშიას ჰკითხავენ.
როგორც სამუშიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესულიყო. რომეო საჯაიას თქმით, მისთვის ცნობილია, რომ გიორგი სამუშია ე.წ.მოდულის შენობაში იმყოფება. დაკავებულისგან მან ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ სასწრაფოდ მისულიყო მოდულის შენობაში, რადგან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი სამუშიასგან ცრუ ჩვენებებს ითხოვდნენ სხვადასხვა ადამიანის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები