შსს-მ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირები დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საპოლიციო კონტროლის დროს, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის 6 მოქალაქე: 1977 წელს დაბადებული მუტუ მ, 1992 წელს დაბადებული ნიროშან ტ, 1990 წელს დაბადებული თანაბალსინგამ ს, 1991 წელს დაბადებული ვიჯიტარ შ, 1982 წელს დაბადებული ლიგეეტარან ს და 1979 წელს დაბადებული გალბოკკაჰივაჯ რ. საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით სოფელ კარწახში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები