სოფიო ხორგუანი: ალეკო ელისაშვილთან მეც ხშირად დამირეკავს

იურისტი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, გია გვიჩიანის შეწყალების საკითხზე, ალეკო ელისაშვილთან ხშირად დაურეკავს. ამის შესახებ ხორგუანმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20/30“- ზე სტუმრობისას აღნიშნა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ რეკავდა კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან და მათ შორის რა ტიპის საუბარი შედგა.
“ელისაშვილთან მეც ხშირად დამირეკავს გია გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე კარგად ვიცი და მაწუხებს. არ ვიცი, ამას ალეკო ზეწოლად ჩათვლიდა თუ არა, ან ზვიად ქორიძე თუ ჩათვლის ზეწოლად. როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტაციას ვაგზავნიდით ხოლმე კომისიაში, რეკომენდაციის სახით, მაგრამ ეს ვერც ზეწოლად ჩაითვლებოდა და ვერც მუქარად“, – განაცხადა ხორგუანმა.
საქმე, სავარაუდოდ, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევასა და კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებით მათ დაინტერესებას ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე დაიკითხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები