გორში ანაფორიანი, ნასვამი მძღოლი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, “გალფის” ბენზინგასამართ სადგურს “მერსედესის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მანქანის მძღოლს ანაფორა ეცვა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარი “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ადმინისტრაციული წარმოება 116-ე მუხლის მე-8 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პირი ეკლესიიდან მოკვეთილი იყო და სავარაუდოდ, სასულიერო პირის წოდებას თვითნებურად იყენებდა.