რუსეთის თავდაცვის უწყება სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არავითარი ფრენები არ განუხორციელებიათ”, – აცხადებს კონაშენკოვი.
ამასთან, მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სამხედრო უწყებას დაახლოებითაც კი არ მიუთითებია საქართველოს ის ადგილები, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები