ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია განიხილეს, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.
საბჭოს წევრებმა მოიწონეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება.
ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები