მას შემდეგ, რაც მამამ კაცი მოკლა, შვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს – რა მოხდა კახეთში

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული გიორგი ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ბექა ჯ, ხოლო მისმა შვილმა – 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ალექსი ნ, ასევე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი – დანები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები