უკრაინელები სააკაშვილს ქართველ მომღერლებზე მილიონების ფლანგვას ედავებიან – რას პასუხობს ოდესის გუბერნატორი

მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან მილონობით გრივნას არამიზნობრივად ხარჯავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ფულის გაფლანგვაში სააკაშვილი უმაღლესი რადის დეპუტატმა დიმიტრი გოლუბევმა დაადანაშაულა.
რადის წევრის თქმით, სააკაშვილი თანხებს საქველმოქმედო ფონდებიდანაც არამიზნობრივად ხარჯავს. კერძოდ, ანტოტერორისტული ოპერაციის მხარდაჭერის ფონდიდან ეს თანხები ბანკეტებზე, იტალიელ და ქართველ მომღერლებზე, ასევე ძვირად ღირებულ ავტომანქანებზე იხარჯებოდა.
დიმიტრი გოლუბევი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის მრჩეველი მსხვილ საწარმოებს წერილებს უგზავნის, რომელშიც ფინანსური დახმარების აღმოჩენას სთხოვს.
„11 ათასი გრივნა ამ ფონდიდან ბრისტოლში გამართულ ფურშეტზე დაიხარჯა, 3 მილიონი დოლარი – სააკაშვილის პიარზე ტელეარხ „ინტერის“ ეთერში, ხოლო ოთხი მილიონი გრივნა – ძვირად ღირებული ავტომანქანების შეძენას მოხმარდა.
სააკაშვილი ამ ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ ის სწორ გზაზეა და „რომ არ ყოფილიყო მსგავსი ბრალდებები, მას ეჭვი შეეპარებოდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები