სკანდალი უკრაინაში – სააკაშვილი რუს ოლიგარქს შეხვდა (ვიდეო)

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ბიზნესმენს, დიმიტრი მაზეპინს და ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესპროექტები აქვთ, მედიაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ის მაზეპინის და სააკაშვილის პრესსმსახურებმა უარყვეს.
თუმცა უკრაინულმა მედიამ ამ ორი პირის შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ჩანან სააკაშვილი და მაზეპინი, რომლებიც ოდესის სასტუმრო „მოცარტის“ ფონზე რაღაცაზე საუბრობენ. დიალოგის დროს სააკაშვილი სმარტფონში ჩანაწერებს აკეთებს.
ეს შეხვედრა უკვე გახდა უკრაინაში ახალი სკანდალის მიზეზი. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ გუბერნატორი და რუსი ბიზნესმენი ოდესის პორტისპირა ქარხნის პრივატიზების საკითხებს განიხილავდნენ. ეს პროცესი ბოლო დროს მნიშვნელოვნად შენელდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი ადმინისტრაციული რესურსი აამოქმედა, რათა მაზეპინს ქარხანა ხელში ჩაეგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები