“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს. კონფერენციაზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით ყიფიანი აირჩიეს და ბიუროს წევრები დაამტკიცეს. დღესვე დაამტკიცეს ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საოლქო ორგანაზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები