ანა დოლიძემ სამხედროს შვილი მიუნხენის კლინიკაში მოინახულა

გერმანიაში საქმიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლუკა კეკიშვილი მოინახულა, რომელიც მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში მკურნალობს.
5 წლის ლუკა კეკიშვილის ოჯახმა კლინიკას დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის მიზნით მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს.
ბავშვის მამა, კაპიტანი მამუკა კეკიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I მსუბუქ ქვეით ბრიგადაში მსახურობს. სამხედრო მოსამსახურემ დახმარებისათვის თავდაცვის, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებსა და გერმანიის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართა.
პაციენტის საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულებამ 31 500 ევრო შეადგინა. სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის – „მხარი მხარს“ ფარგლებში, თავდაცვის უწყებამ ოფიცრის შვილის მკურნალობა 16 500 ევროთი დააფინანსა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ლუკა კეკიშვილის დასახმარებლად 5 000 ევრო გამოყო, ხოლო, გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია BILD hilft e. V„Ein Herz für Kinder“-მა – 10 000 ევრო გადარიცხა.
ლუკა კეკიშვილი მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში თითქმის ერთი კვირაა მკურნალობს. პაციენტი ანა დოლიძესთან ერთად „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა დიმიტრი ცქიტიშვილმაც მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები