კახა კალაძე: „გაზპრომი” საქართველოს გატარებული გაზის 10%-ის ფულად ანაზღაურებას სთავაზობს

„გაზპრომი” საქართველოს გატარებული გაზის 10%-ის ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. კალაძის თქმით, საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
“გაზპრომის” მხრიდან ასევე იყო საკითხი, რომ ის 10% მოცულობა გატარების, რომელსაც საქართველო იღებს, ეს ყოფილიყო თანხობრივად ანაზღაურებული. ამაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ჩვენ მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ იმ მოცულობებისა, რომელიც საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით მიდის. ალბათ რამდენიმე შეხვედრა იქნება კიდევ, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საერთო იდეებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო შეთანხმებას დეკემბრის ბოლოს მივაღწევთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერს შორის მორიგი შეხვედრა 8 დეკემბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები