მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს

“ადვოკატთა ალიანსის” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სასამართლოს წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “თუ სახელმწიფო, საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი დაუშვებს, რომ მოსამართლის მიმართულებით ვისაც რა უნდა, ის თქვას, ქვეყნისთვის ამაზე დამღუპველს ვერაფერს მოვიფიქრებთ. სწორედ ამას ვამბობდით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში. სწორედ ეს განაპირობა წინა დღეების კამპანიამ სასამართლოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად არგუმენტირებულია კორტების საქმის განაჩენი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი, სასამართლოს სხვა ინსტანციების ნაცვლად, ნეგატიური პიარი და ზემოქმედების სხვადასხვა გაუმართლებელი ხერხი არ უნდა იყოს”! – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები