„ჯორჯიიდან ჯორჯიაში“ – ამერიკულ არხებზე გიორგი მღებრიშვილის აშშ-ში ვიზიტის ამსახველი სიუჟეტი გავიდა (ვიდეო)

ამერიკულ ტელეარხებზე, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის კობის ოლქში იმყოფება, სადაც ამერიკელ კოლეგებთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს განიხილავს. მღებრიშვილმა ამერიკული პოლიციის წვრთნებშიც მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღება ამერიკელი პოლიციელებისგან, რათა ჩვენი სტრუქტურების რეფორმირება გაგრძელდეს. აშშ-სთან პარტნიორობის წყალობით ჩვენი უწყება დღევანდელ გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. კობის ოლქის პოლიცია ასევე გეგმავს საქართველოში რამდენიმე თანამშრომლის გაგზავნას, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში ქართველ პოლიციელებს მოამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები