„ცალსახად მიმაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის აკრძალვა სწორია“

შსს ინიციატივას, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი მიესალმება. მისი განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჩვენთან აწყობილია მარცხენასაჭიან მანქანებზე და თუ მარჯვენასაჭიანი მანქანები რაღაც ნორმას გადააჭარბებს, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის.
„ვისაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი მანქანა, მათ არაფერი ემუქრებათ, შეიზღუდება რეგისტრაცია და ახალი მანქანების შემოყვანა. ეს მე ცალსახად მიმაჩნია, რომ სწორია და მათი შემოსვლა და რეგისტრაცია უნდა შეიზღუდოს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. საგზაო ინფრასტრუქტურა ჩვენთან აწყობილია მარცხენასაჭიან მანქანებზე. ის, რომ დღეს იაპონიიდან ეს მანქანები იაფად შემოჰყავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ეს ასე ბაზარზე მივუშვით, მთელი ავტოპარკი რამდენიმე წელში შეიძლება მარჯვენასაჭიანი გახდეს. ჩვენთან მოძრაობა მარცხენა მხარეს არის და უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის, თუ ის რაღაც ნორმას გადააჭარბებს. ყველა ქვეყანაშია შეზღუდვა, სადაც კი ასეთი მოძრაობებია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები