თბილისში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“კვირას” ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც კლინიკაში „კვირას“ განუცხადეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას დაზიანება გულმკერდის, თავისა და ხერხემლის არეში აქვს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველის გამზირზე არსებული მშენებარე ობიექტიდან დღეს გადმოვარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები