ნოდარ ხადური „ვი-თი-ბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მიხეილ ოსეევსკის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ვი-თი-ბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მიხეილ ოსეევსკის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოდარ ხადურმა სტუმარს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. „ვი-თი-ბი ბანკის“ წარმომადგენელი საქართველოში ბანკის საქმიანობით კმაყოფილია. მან ღნიშნა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში “ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია” ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბანკო სექტორი ქვეყანაში სტაბილურად ვითარდება და იმედი გამოთქვა, რომ “ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია” კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები