მამაკაცის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება – რას აცხადებენ მეზობლები

თელავში მოკლული 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. ამის შესახებ მოკლულის მეზობლები ჰყვებიან.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდას გულმკერდის არეში ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლებს დაკონკრეტება უჭირთ თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, თუმცა პირად საუბრებში შურისძიებაზე საუბრობენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის (108) მუხლით აღიძრა. შემთხვევა დღეს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები