კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობა გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “კვირას„ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის (108) მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები