ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას წყალბადის ბომბი აქვს

ჩრდილოეთ კორეას წყალბადის ბომბი აქვს. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა. მის სიტყვებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ.
„ჩვენ შევძელით და გავხდით დიდი ბირთვული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი დამოუკიდებლობის და ეროვნული ღირსების დაცვა ბირთვული და წყალბადის ბომბების ძალით“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ეს განცხადება მან ფხენიანის იარაღის ახალი ქარხნის დათვალიერებისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია სამხედრო მრეწველობის აქტიური განვითარება. ამ დროისთვის არანაირი ოფიციალური დადასტურება, რომ ჩრილოეთ კორეას წყალბადის ბომბი გააჩნია, არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები