პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა სამხედრო აკადემიას ეწვია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამა“ გრძელდება. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, იუნკერებს ამჯერად აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ესტუმრა. სტუმარს სამხედრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა. „ისლამური სახელმწიფო – ჯიჰადის ახალი მეომრები“, – ასე ეწოდებოდა ლექციას, რომელიც შეიარაღებული ძალების ოფიცერმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა აკადემიის იუნკერებს წაუკითხა. პოლკოვნიკ ჯანჯღავას ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები