კიევში რუსი დივერსანტები დააკავეს, ერთი უკრაინელი სპეცრაზმელი დაიღუპა
კიევში რუსი დივერსანტების დაკავების ოპერაციის დროს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ მედიას უშიშროების სამსახურის სპიკერმა ელენა გიტლიანსკაიამ განუცხადა. დივერსიული ჯგუფის გაუვნებელყოფის ოპერაცია კიევში წუხელ, გვიან ღამით განხორციელდა. დაკავებულია რუსეთის სამი მოქალაქე და სამი უკრაინელი, რომლებსაც დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩნდათ. ოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპული სპეცრაზმელის და დაკავებული დივერსანტების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.