ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ზვიად ქორიძის დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.
ასევე, დღესვე დაიკითხა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
საქმე ეხება პატიმრების შეწყალების საკითხებს და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებებს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, საქმე 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები