უახლესი ამერიკული საბრძოლო ხომალდი ზღვაში გავიდა

უახლესი ამერიკული საბრძოლო ხომალდი, საესკადრო ნაღმოსანი USS Zumwalt ზღვაში გავიდა. მისი სიგრძე 180 მეტრს, ხოლო მასა 15 ათას ტონას შეადგენს. ხომალდმა  მდინარე კენებეკით ატლანტის ოკეანეში გაცურა.
ახალ ხომალდს უცნაური დიზაინი აქვს და ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ნანახ კოსმოსურ ხომალდებს წააგავს. ასეთი დიზაინი მისი რადიოლოკაციური აღმოჩენის შესაძლებლობების შესამცირებლად შეიქმნა. ამასთანავე, მას უახლესი შეიარაღების სრული კომპლექტი გააჩნია. თანამედროვე დანადგარების წყალობით ხომალდის სამართავად, ანალოგიური კლასის ამერიკულ გემებთან შედარებით, ორჯერ მცირე ეკიპაჟია საჭირო.
საესკადრო ნაღმოსანი ამერიკის ბიუჯეტს 4,4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მსგავსი ტიპის სამი ხომალდის გამოშვებაა დაგეგმილი. ოკეანეში წარმატებული ცდების შემთხვევაში, საესკადრო ნაღმოსანი ამერიკის საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 2016 წლიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები