„თაიმის“ 2015 წლის 100 საუკეთესო ფოტოში თბილისის წყალდიდობის ამსახველი სურათიც მოხვდა – ფოტოკოლაჟი
ჟურნალმა „თაიმმა“ 2015 წლის 100 საუკეთესო ფოტო გამოაქვეყნა. მათი უმეტესობა ევროპაში ლტოლვილების კრიზისს ეხება. ტოპ-ასეულში თბილისში, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის ფოტოც მოხვდა, რომელზეც ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთია გამოსახული. სურათის ავტორია ქართველი ფოტოგრაფი ბესო გულაშვილი.
სტიქიური უბედურებები სხვა ფოტოებზეც არის გამოსახული, მათ შორის წყალდიდობები, მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები. აქვეა წარმოდგენილი ისეთი პოლიტიკოსების ფოტოები, როგორიცაა: ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ჰილარი კლინტონი, ვლადიმერ პუტინი და სხვები. „თაიმის“ ფოტოკოლაჟში ცხოველებისა და მცენარეების საინტერესო ფოტოებიც მოხვდა.