ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლის მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლის მშენებარე ხიდიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებების გამო, ადგილზე გარდაიცვალა. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია “სინოჰიდროში“ აცხადებენ, რომ ვარდნის ადგილზე კონსტრუქცია დაზიანებული არ არის და რამ გამოიწვია მამაკაცის გადმოვარდნა, მათთვის უცნობია. ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები