ობამა პირობას დებს, რომ ტერორიზმს დაამარცხებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს და, ამ პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავად, ის საბოლოოდ დამარცხდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სპეციალურ ტელემიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა სწორად მიმდინარეობს და ის საბოლოოდ დამარცხდება. ობამამ რელიგიურ ორგანიზაციებთან ტერორიზმის კავშირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკელ მუსულმანებთან მიკერძოებული დამოკიდებულება ტერორისტების საქმიანობას მხოლოდ ხელს შეუწყობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული იმიგრანტებისთვის რელიგიურ კუთვნილებაზე ტესტირება არ უნდა არსებობდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები