სომხეთის მოსახლეობამ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას მხარი დაუჭირა

სომხეთში კვირას გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმეტესობამ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, ამომრჩეველმა ხმა მისცა მაჟორიტარული არჩევნებიდან პროპორციულ მოდელზე გადასვლას. 6 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე საკონსტიტუციო რეფორმის კანონის პროექტს 63,35%-მა დაუჭირა მხარი. რეფორმის მომხრეთა თქმით, ის ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის სათავეში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დატოვებაა, რომელსაც 2018 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები