აზერბაიჯანში ჭაბურღილზე მომხდარი ხანძრის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნა (ვიდეო)

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ვიოდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელზეც კასპიის ზღვაში, გიუნეშლის საბადოზე მომხდარი ხანძარი და სალიკვიდაციო სამუშაოებია გადაღებული. კატასტროფის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც გაზსადენი დააზიანა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაღუპულია 32 ადამიანი, მაშველებმა 33 მუშის გადარჩენა მოახერხეს. ავარიის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისია შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები