რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს.
საგრანტო ხელშეკრულებას დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დენიელ სეპიკმა ხელი მოაწერეს.
კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები