“რესპუბლიკურ პარტიას” კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს

“რესპუბლიკურ პარტიას” კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. პარტიის რიგით XVI ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიმართა, პარტიის ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა მომდევნო ორი წლის ვადით აირჩიეს.
ეროვნული კომიტეტის ახალი შემადგენლობის გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს.
“ჩვენ წინ ძალიან სერიოზული ორი წელი გველოლდება. 2016 წელი სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, 2017 წელს იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე სწორედ ამ ორი წლის მანდატით ვარ არჩეული. დარწმუნებული ვარ, პარტიასთან, ჩვენს გუნდთან და ახალ გუნდთან ერთად, ჩვენს მხარდამჭერებთან, საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული იდეებით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები