ტერაქტი ლონდონის მეტროში – “ეს თქვენ სირიისათვის” (ვიდეო)
ლონდონის მეტროში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გვიან საღამოს მეტროსადგურში სამი ადამიანი დაჭრა, ერთ–ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
როგორც BBC წერს, თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი სკანდირებდა – „ეს თქვენ სირიისთვის“. სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს.