მიხეილ გიორგაძე: ათენში გამოფენაზე აფხაზური პავილიონის წარმოდგენა რეაგირების გარეშე არ დარჩება

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელშიც 120–ზე მეტი ტურისტული კომპანია მონაწილეობს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის ექსპოზიციაა წარმოდგენილი.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები გამოფენაში მონაწილეობის ფოტომასალასაც აქვეყნებენ. ღონისძიება საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.
საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მომხდარს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. „ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა დეტალები ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს გამოფენა არ ვიცი. ახლა დეტალებს ვარკვევ და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება თუ ეს დადასტურდება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები