საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. პარიზის თავდასხმების შემდეგ, ეს ქვეყნის მასშტაბით პირველი არჩევნებია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფონზე იმართება.
გამარჯვების რეალური შანსი, მმართველი სოციალისტური პარტიის გარდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნულ ფრონტსა“ და რესპუბლიკურ პარტიას აქვს.
გამოკითხვების შედეგად, მმართველ სოციალისტურ პარტიას ამომრჩეველთა მხოლოდ 22 პროცენტი უჭერს მხარს. ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ მხარდამჭერთა რიცხვი, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, 7 პროცენტამდე გაიზარდა და ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის რესპუბლიკური პარტიის 30-პროცენტიან მაჩვენებელს მიუახლოვდა.
არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩევა. არჩევების მეორე ტური 13 დეკემბერს გაიმართება.