გურიაში 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში უბედური შემთხვევა მოხდა. 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელექტროსადენი, რომელიც დაზიანებული იყო, ძირს ეგდო. 47 წლის მამაკაცი მას ხელით შეეხო, რის გამოც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები